სამწუხაროდ დასრულდა ჩვენი ტრენინგი. ბევრი რამ ვისწავლეთ პროექტთან დაკავშირებით. დღეს პროექტი ავტვირთეთ ბლოგზე.
inteli-ს ტრენინგი დამეხმარება პროექტების კარგად დაგეგმვაში რაც ხელს შემიწყობს,რომ წარმატებით განვახორციელო პროექტი.
უღრმეს მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ბატონ დავითს .
Friday, 8 May 2015
Friday, 1 May 2015
მეშვიდე დღე
ბევრი შრომის შედეგი ჩანს ჯგუფში. თანდათან ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს . დღეს ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე. ბატონი დათო ყველას ეხმარება , ჩვენს კითხვებზე სრულად და გასაგებად გვპასუხობს.
Friday, 24 April 2015
მეხუთე დღე
უფრო და უფრო საინტერესო ხდება ტრენინგი. როგორც ჩანს ყველას ბევრი უმუშავნია დავალებაზე საკვანძო კითხვებზე და პროცედურებზე. გავუზიარეთ ერთმანეთს, გავითვალისწინებთ რაც მოგვეწონება ნამუშევარში და გამოვიყენებთ ჩვენი პროექტისთვის. ვიმუშავეთ daiv-ზე. შევისწავლეთ ფაილების და საქაღალდეების ატვირთვა.
Wednesday, 22 April 2015
რეფლექსია მეოთხე დღე
საინტერესო იყო მეოთხე დღეც. ბევრი საინტერესო საკითხები განვიხილეთ და შევისწავლეთ. შევისწავლეთ Googli Draive- ზე მუშაობა. შევქმენით პორტფოლიოში საქაღალდეები.
ძალიან მომწონს Intel -ის ტრენინგი , განსაკუთრებით მაკვირვებს ჩვენი ტრენერის მოთმინება,რადგან ძალიან ბევრს ვეკითხებით . მეც მინდა ვიყო ბატონ დათოსავით მომთმენი და წყნარი, იმედი მაქვს რომ შევძლებ.
Wednesday, 15 April 2015
რეფლექსია მესამე დღე
უფრო და უფრო საინტერესო ჩანს ტრენინგი.
განვიხილეთ საშინაო დავალება : შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. კარგი იყო და საინტერესო ერთმანეთის პროექტების სტანდარტების და ინდიკატორების განხილვა.
ვფიქრობ, რომ ურთიერთ შეფასებები ძალიან დაგვეხმარება პროექტის დასახვეწად.
ასევე ვიმუშავეთ ბლოგის ტექნიკურ მხარეებზე.
დავალება გვაქვს პროექტის სასწავლო მიზანები და შედეგები.
იმედი მაქვს, რომ დავალებებს დათქმულ დროში შესრულება არ გამიჭირდება ტრენერის დახმარებით.
Monday, 6 April 2015
რეფლექსია პირველი და მეორე დღე
პირველ დღეს , ტრენინგი ძალიან კარგად დაიწყო. ბატონმა დათომ ძალიან თბილი გარემო შეგვიქმნა, რაც დაძაბულობის მოხსნაში დამეხმარა. პირველად საკონტაქტო მონაცემების გაცნობა მოხდა, შემდეგ დავიწყეთ მეცადინეობა. გავიხსენე დავიწყებული მასალა .
მეორე ეტაპზე მოხდა სახელმძღვანელოს გადმოტვირთვა ფოსტაზე. ზოგადად განვიხილეთ პროექტის გეგმა.გავეცანით ბლოგებს. საშინაო დავალება მოგვცა :უნდა მოგვეფიქრებინა თემა და ძირითადად რა შინაარსის იქნებოდა.
მეორე დღეს 6 აპრილს ძალიან კარგად დაიწყო ტრენინგი ჩემთვის. ბატონმა დათომ კარგად შემიფასა საშინაო დავალება. შემდეგ შევქმენით ბლოგი დავიმუშავეთ მასზე.
მეორე ეტაპზე მოხდა სახელმძღვანელოს გადმოტვირთვა ფოსტაზე. ზოგადად განვიხილეთ პროექტის გეგმა.გავეცანით ბლოგებს. საშინაო დავალება მოგვცა :უნდა მოგვეფიქრებინა თემა და ძირითადად რა შინაარსის იქნებოდა.
მეორე დღეს 6 აპრილს ძალიან კარგად დაიწყო ტრენინგი ჩემთვის. ბატონმა დათომ კარგად შემიფასა საშინაო დავალება. შემდეგ შევქმენით ბლოგი დავიმუშავეთ მასზე.
Subscribe to:
Posts (Atom)